ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

სასწავლო-პრაქტიკულ ტური ჩეხეთისა და ავსტრიაში

სურათი

11-18 აგვისტოს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორმა როინ მალაყმაძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს განვითარების ფონდისა (UNDP) და ჩეხეთის მთავრობის მიერ ორგანიზებულ სასწავლო-პრაქტიკულ ტურში. ღონისძიების მიზანი იყო ჩეხეთისა და ავსტრიის მაგალითზე დაცული ტერიტორიების მართვის სისტემის, დაცულ ტერიტორიებში კულტურულ-ისტორიული ღირებულებების კვლევის, შეფასების, დაცვის და წარმოჩენის მეთოდების გაცნობა. ტურის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის გარემოსდაცვითი სამინისტროს და საგანმანათლებლო სტრუქტურების წარმომადგენლობასთან. ასევე შედგა  პრეზენტაციები და დისკუსიები სხვადასხვა თემაზე,  მოეწყო საველე გასვლები და განისაზღვრა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები სამეცნიერო დაწესებულებებთან. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა