ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

„ქედის მუნციპალიტეტის ეკო-ტურისტული მარშრუტები“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერმა თანამშრომელმა ნაილა ჩელებაძემ 4-5 მაისს ქედის მუნციპალიტეტის მცხოვრებთათვის საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე: „ქედის მუნციპალიტეტის ეკო-ტურისტული მარშრუტები“. ღონისძიება პროექტის „მდგრადი შემოსავლის მიღების უზრუნველყოფა აჭარის ეროვნული პარკების მხარდამჭერი ზონების თემებისთვის ეკო-ტურიზმის განვითარების გზით” ფარგლებში ჩატარდა. პროგრამა მიზნად ისახავდა აჭარის ეროვნული პარკებთან ახლოს მაცხოვრებელ თემების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების მხარდაჭერას და დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობის სტიმულირებას. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა