ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

არადომინანტი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობა საქართველოში

სურათი

29-30 ივლისს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ლოპოტაში გაიმართა ტრენინგი მედიის წარმომადგენლებისათვის. ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს არადომინანტი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობა საქართველოში და ამ მხრივ არსებული სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი გამოწვევები. არადომინანტი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების შესახებ არსებული სასწავლო და სამეცნიერო პრაქტიკების შესახებ მოხსენება წაიკითხა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა რუსლან ბარამიძემ.

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებისთვის საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კუთხით არსებული ბარიერების წარმოჩენა და მათი უფლებრივი მდგომარეობის მიმართ საჯარო ინტერესის გაზრდა.

ტრენინგი გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა