
16-17 ნოემბერს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გამართულ XI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - „განათლება და მეცნიერება XXI საუკუნეში: რეალობა, გამოწვევები, პერსპექტივები“ - მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლებმა. სამეცნიერო სესიაზე კონფერენციაზე განყოფილების მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა ელზა ფუტკარაძემ მოხსენება წარადგინა თემაზე - „ზმნურ ფორმათა წარმოების ზოგიერთი თავისებურება ამიერტაოს მეტყველებაში“, ხოლო უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ნაილე მიქელაძემ - „ერთი ტოპონიმის ეტიმოლოგიისათვის.“
უკან |