ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

„ისტორიისა და კულტურის ძეგლები მაჭახლის ხეობაში“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის „ისტორიისა და კულტურის ძეგლები მაჭახლის ხეობაში“ ფარგლებში, 9-17 ნოემბერს სამეცნიერო მივლინებაში იმყოფებოდნენ ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის თანამშრომლები: როინ მალაყმაძე, ნოდარ კახიძე, ჯემალ მიქელაძე, სულხან მამულაძე ხელვაჩაურის მუნციპალიტეტის მაჭახლის ხეობის სოფლებში (გორგაძიეთი,საფუტკრიეთი, ჩხუტუნეთი, ქოქოლეთი, ჩიქუნეთი, ცხემრალა,  სკურდიდი, ქედქედი და სხვა). მკვლევარებმა აღწერეს ისტორიის ახლი ძეგლები, მათ შორის გორგაძიეთის წყლის უძველესი შადრევანი.  

საქართველოს სასაზღვრო სამმართველოს მიერ გაცემული სპეციალური საშვებით, მკვლევარებს მიეცათ საშუალება, ემუშავათ საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვართან გორგაძიეთში, სადაც პირველად ქართველმა მეცნიერებმა შეისწავლეს გორგაძიეთის ნასოფლარი, საკარმიდამო კომპლექსები, ქვისთაღოვანი ხიდი და სხვა. სოფელ სინდიეთში აღმოჩინეს სამი ღვინის მარანი, ერთი საწნახელი. სამწუხაროდ, სამანქანე გზის გაყვანისას მარნები დაუნგრევიათ.

მოპოვებული მასალები გამოქვეყნდება პროექტით გათვალისწინებულ მონოგრაფიაში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა