ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორმა, ისტორიის დოქტორმა როინ მალაყმაძემ მონაწილეობა მიიღო აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში გიდებისთვის გამართულ შეხვედრაში და 19-20 ნოემბერს სასტუმრო „მეგა-პალასში“ ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე „ქართული კულტურა და ფოლკლორი“. ლექციას ესწრებოდნენ სმენადაქვეითებულები მსმენელები. საჯარო ლექციის მონაწილეებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სულხან ღლონტმა საჩუქრად გადასცა დეპარტამენტის მიერ გამოცემული გიდის სახელმძღვანელო „გიდის პროფესია“.
უკან |