აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას დაბადების 120 წლისადმი მიძღვნილი XXXVIII რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია გაიხსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ორი დღის განმავლობაში ქვეყნის სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 50-ზე მეტი მკვლევარი და პროფესორ-მასწავლებელი სამეცნიერო მოხსენებას წარმოადგენს ქართული ენის დიალექტთა ლექსიკის სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. სესია ოთხ სექციად იმუშავებს, განიხილება დიალექტოლოგიის ფუნდამენტური საკითხები, რაც ხელს უწყობს ქართველური ენებისა და დიალექტების კიდევ უფრო ღრმა შესწავლა-ანალიზს.
სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ახლად გამოცემული ლექსიკონების წარდგინება.
სამეცნიერო სესიის მონაწილეებს უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე მიესალმნენ.
დიალექტოლოგიური სესია პირველად 1960 წელს გაიმართა და 1980 წლიდან ყოველწლიური გახდა.
სამეცნიერო სესია თსუ-ს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტისა და ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება.
უკან |