ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018 წლის მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფარგლებში ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის სამეცნიერო ჯგუფი როინ მალაყმაძის, ჯემალ მიქელაძისა და სულხან მამულაძის შემადგენლობით კვლევითი ვიზიტით 24-30 აგვისტოს იმყოფებოდა ორად გაყოფილი (საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკაში მოქცეული) მაჭახლის ხეობის სოფლებში. ექსპედიციის პერიოდში გამოვლინდა სამეცნიერო წრეებისათვის დღემდე უცნობი ეთნოლოგიური, ტოპონიმიკური და ფოლკლორული მასალები, ასევე აღმოჩენილ იქნა ახალი არქეოლოგიური ძეგლები, მათ შორის საფორტიფიკაციო, საგზაო და საეკლესიო ნაგებობანი, შუა საუკუნეების ნაქალაქარები და მეგალითური კულტურის ნაშთები.
ექსპედიციის პერიოდში მოხდა დღემდე უცნობ, თუ ნაკლებად ცნობილ ისტორიულ ძეგლთა იდენტიფიცირება, აზომვა, გეგმების, ჭრილებისა თუ სხვა არქიტექტურული ნახაზების შედგენა. ასევე განხორციელდა მათი ფოტო და ვიდეოფიქსაცია, GPS კოორდინატების მონაცემების აღება, რომლებიც საბოლოოდ ინტერაქტიული რუკის სახით განთავსდება ინტერნეტ სივრცეში და ხელმისაწვდომი იქნება ფართო სამეცნიერო წრეებისათვის.
პროექტის საბოლო შედეგები აისახება მონოგრაფიაში „ისტორიისა დაკულტურის ძეგლები მაჭახლის ხეობაში“, რომლის გამოცემაც 2019 წლის პირველ ნახევარში იგეგმება.
უკან |