ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

„დევსქელის ხეობის ეთნოკულტურული შესწავლა“

სურათი

6-15 სექტემბერს, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი, მთავრი მეცნიერი თანამშრომელი როინ მალაყმაძე, ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომლები: თამილა ლომთათიძე, ნაილა ჩელებაძე, ფოლკლორის დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მთავრი მეცნიერი თანამშრომელი ელზა ფუტკარაძე, ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი მაია ჭიჭილეიშვილი მიზნობრივ სამეცნიერო კვლევითი პროექტის ფარგლებში სამეცნიერო ექსპედიციაში  იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკაში. მკვლევართა ჯგუფი მუშაობს თემაზე „დევსქელის ხეობის ეთნოკულტურული შესწავლა“ (სამეცნიერო ხელმძღვანელი როინ მალაყმაძე).   

ართვინის ვილაიეთის ბორჩხის რაიონის ისტორიული დევსქელის ხეობის სოფლებში (არავეთი, შუახევი, დევსქელი, ბაგინი, ებრიკა, ადაგული) მეცნიერებმა    შეაგროვეს მეტად მნიშვნელოვანი ეთნოგრაფიული, ფოლკლორულ-დიალექტოლოგიური მასალები, შეისწავლეს ხეობის მატერიალური კულტურის ძეგლები, გამოავლინეს სამეცნიერო საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი მრავალი მატერიალური კულტურის ძეგლი თუ ეთნოგრაფიული მასალა. დააზუსტეს ხეობის ისტორიული-გეოგრაფიის საკითხები. 

მოპოვებული მასალები დამუშავების შემდეგ გამოყენებული იქნება სამეცნიერო სტატიებსა და მონოგრაფიაში „დევსქელის ხეობა“.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა