ცნობილი მეცნიერის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტის, პროფესორ გურამ ლორთქიფანიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სხდომა გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მკვლევარს იუბილე მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და მის ღვაწლზე ისაუბრეს უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა, ბსუ-ს ემერიტუს პროფესორმა ამირან კახიძემ, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორმა როინ მალაყმაძემ, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტმა, აჭარის არ რეგიონული სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა ვანო პაპუნიძემ, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორებმა, მკვლევარებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. საიუბილეო სხდომა ბსუ ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და ქალაქ ბათუმის მერიის ორგანიზებით გაიმართა.
უკან |