ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ბათუმი - წარსული და თანამედროვეობა“ გაიხსნა

სურათი

სახალხო დღესასწაულის „ბათუმობის“ ეგიდით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,ბათუმი - წარსული და თანამედროვეობა“ გაიხსნა. ორი დღის განმავლობაში 50-მდე ქართველი და უცხოელი მეცნიერი სამეცნიერო მოხსენებებს წარმოადგენს ქალაქის ისტორიის, თანამედროვეობის, არქეოლოგიის, განათლების, ლიტერატურის, ეთნოგრაფიის, ტურიზმისა და ურბანული განვითარების საკითხებზე. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპოდენტის, პროფესორ გურამ ლორთქიფანძის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართება. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და ქალაქ ბათუმის მერიის ორგანიზებით ტარდება. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა