ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი როინ მალაყმაძე, ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების უფროსი შუშანა ფუტკარაძე და სპეციალისტი შორენა ფუტკარაძე 15-19 აპრილს დაესწრნენ თურქეთში კავკასიის (ყარსის) უნივერსიტეტის დაარსების 25 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს. მკვლევარებმა მონაწილეობა მიიღეს „კავკასიის უნივერსიტეტების სამეცნიერო-კულტურული ფესტივალში“. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა უნივერსიტეტის რექტორთან, ისტორიისა და ქართული ფილოლოგიის მიმართულების აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან. მხარეები სამომავლო გეგმებზე შეთანხმდნენ და ხელი მოეწერა კავკასიის უნივერსიტეტთან „მევლანას“ გაცვლითი პროგრამის თანამშრომლობის მემორანდუმს.
უკან |