„საქართველოს მკვლევართა მობილობის პროგრამის" წარდგენა
21 ივლისი 2022 წელი
„საქართველოს მკვლევართა მობილობის პროგრამის" წარდგენა
21 ივლისს, 11:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 328-ე აუდიტორიაში აკადემიური და სამეცნიერო პერსონალისათვის გაიმართება „საქართველოს მკვლევართა მობილობის პროგრამის" პრეზენტაცია. „საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერის პროგრამა“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, პროგრამას ახორციელებს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD). პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სექტორის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას საერთაშორისო კავშირების დამყარების პროცესში საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერის გზით.
სრულად