სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიება: „შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკა“
5 ივლისი 2022 წელი
სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიება: „შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკა“
5 ივლისს, ბათუმში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიება: „შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკა“გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის ბიომრავალფეროვნების, ეკოლოგიის, ბუნებრივი რესურსების, კლიმატის, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურულ-ისტორიული და სხვა მიმართულებით არსებული უახლესი სამეცნიერო კვლევების პრეზენტაცია, გამოფენები, კონფერენცია, ვორკშოფები, შემეცნებითი ვიქტორინები, ექსპერიმენტები მოსწავლეებისათვის და სხვა აქტივობები.
სრულად