ერთობლივი საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ლინგვოპოლიტოლოგიაში თემაზე: „პოლიტიკური მეტყველების კულტურა საჯარო გამოსვლებსა და დებატებში“

სურათი

26-31 ივლისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემიასთან/Academy of Digital Humanities-Georgia/ თანამშრომლობითა   და   აჭარის  განათლების,   კულტურისა და   სპორტის სამინისტროს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებით ატარებს ერთობლივ საერთაშორისო საზაფხულო სკოლას ლინგვოპოლიტოლოგიაში  თემაზე: „პოლიტიკური მეტყველების კულტურა საჯარო გამოსვლებსა და დებატებში“.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ლექციები შემდეგ თემებზე:

  • ენა და პოლიტიკა, პოლიტიკური მეტყველების კულტურა, პოლიტკორექტულობა;
  • პოლიტიკური გამოსვლების შედეგები ადამიანის უფლებების კონტექსტში;
  • კომუნიკაციის ფორმები და მისი წარმართვის ენობრივი საშუალებები;
  • პოლიტიკური  გამოსვლების  არქიტექტონიკა,  მანიპულაციის ენობრივი საშუალებები, პერსუაზიის ენობრივი მექანიზმი;
  • პოლიტიკური   დებატების   არქიტექტონიკა,   პოლიტიკური  ზეპირმეტყველების ტექნიკა დებატებში;
  • კამათის  არსი  და  მიზნის მიღწევის  სტრატეგიები,  არგუმენტაციული სტრუქტურები პოლიტიკურ მეტყველებაში;
  • პარალინგვისტური ფაქტორები ზეპირმეტყველებაში;
  • კომუნიკაციის  თავისებურებები,  შესაძლებლობები  და  გამოყენების  მეთოდები მედიაკომუნიკაციაში;
  • სიძულვილის ენა (პოლიტიკური გამოსვლების სენტიმენტანალიზი);
  • ქართველ პოლიტიკოსთა მეტყველების სტილისტიკური ანალიზი;
  • მეტაფორა,   როგორც   პოლიტიკური   გამოსვლების   მნიშვნელოვანი   ენობრივ-სტილისტიკური საშუალება;
  • ქართველ პოლიტიკოსთა მეტყველების ლინგვოპოლიტოლოგიური ანალიზი;
  • პოლიტიკური მეტყველების ელექტრონული დოკუმენტირება.

თეორიულ ბლოკში ლექციებს წაიკითხავენ ევროპასა და საქართველოში მოღვაწე პროფესორ-მასწავლებლები და ექსპერტები:

  • მანანა თანდაშვილი, მარიამ ყამარაული - ფრანკფურტის უნივერსიტეტი, გერმანია;
  •  მარიამ მათიაშვილი, ელენე ქადაგიშვილი  - თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი;
  • რუსუდან პაპიაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
  • ნანა ცეცხლაძე, მზია ხახუტაიშვილი - ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი; თათია ცეცხლაძე (პოსტდოქტორანტი, ბათუმი); ნუნუ ბახტაძე (პოსტდოქტორანტი, ბათუმი);
  • ლევან ქათამაძე (საია), თამარ ომიაძე (ექსპერტი, ტრენერი), ანა მდინარაძე (იურისტი).

საზაფხულო სკოლის ფარგლებში გაიმართება პრაქტიკული ბლოკი (მოპოვებული  ტექსტების ლინგვოპოლიტოლოგიური  ანალიზი)  და პოდიუმდისკუსია მოწვეულ პოლიტიკოსებთან (იხ. პროგრამა თანდართულ ფაილში).

საზაფხულო სკოლის პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უნივერსიტეტების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებს (უპირატესობა მიენიჭებათ ფილოლოგიის, პოლიტოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის სტუდენტებს). საზაფხულო სკოლის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული განაცხადი (იხ. ქვემოთ), ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ უმაღლესი სასწავლებლიდან და/ან სამოტივაციო წერილი შემდეგ ელფოსტაზე: info@adh.ge


    განაცხადი

  • სახელი, გვარი:
  • დაბადების წ/თ/რ:
  • უნივერსიტეტი:
  • სწავლების საფეხური:
  • სპეციალობა:
  • კურსი:
  • ელექტრონული ფოსტა:
  • ტელეფონი:

განცხადებების შემოტანის საბოლოო ვადა: 30 ივნისი

დასტური მონაწილეობის შესახებ: 5 ივლისი

საზაფხულო სკოლის ჩატარების დრო: 26-31 ივლისი

მონაწილეთა რაოდენობა: მაქსიმუმ 20

სარეგისტრაციო გადასახადი: 100 ლარი. ანგარიშის ნომერი გეცნობებათ შესაბამისი კონკურსის დასრულების შემდეგ (5 ივლისს).

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვირეკეთ ტელეფონზე 597 87 01 41.

 

 

  საზაფხულო სკოლის პროგრამა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა