
15 ივლისს, 18:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მათემატიკის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორ ზებურ ავალიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი საუნივერსიტეტო საჭადრაკო ტურნირი „ზებურ ავალიანის თასი - 2022“. ტურნირში მონაწილეობა შეუძლია სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს. შეჯიბრებაში გამარჯვებულები და პრიზიორები დაჯილდოვდებიან სიგელებით, თასითა და სამახსოვრო საჩუქრებით.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტში ან შეავსეთ ფორმა ონლაინ ფორმატში შემდეგ: https://forms.gle/mqd2VpXNaHJS9ebt5
ტურნირის საპრიზო ფონდი: 1075 ლარი.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 14 ივლისი, 18:00 საათი.
ჩატარების ადგილი: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ფოიე)

უკან |