„საქართველოს მკვლევართა მობილობის პროგრამის" წარდგენა

სურათი

21 ივლისს, 11:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 328-ე აუდიტორიაში  აკადემიური და სამეცნიერო პერსონალისათვის  გაიმართება  „საქართველოს მკვლევართა მობილობის პროგრამის" პრეზენტაცია. „საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერის პროგრამა“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, პროგრამას ახორციელებს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD). პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სექტორის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას საერთაშორისო კავშირების დამყარების პროცესში საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერის გზით.


პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მკვლევართა მობილობის საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება. შეხვედრაზე მეცნიერები გაეცნობიან საგრანტო კონკურსის პირობებს, რომელიც ითვალისწინებს მკვლევართა და ინოვატორთა კვლევითი თვიანი ვიზიტის დაფინანსებას (15 000 ევროს ოდენობით) ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

 
შეხვედრის ფარგლებში სამიზნე აუდიტორიას მიეწოდება ინფორმაცია შემდეგ
საკითხებზე:

  • მობილობის საგრანტო კონკურსის აღწერა, მისი მიზნები და ამოცანები;
  • კონკურსის ადმინისტრირების კალენდარი;
  • კვლევითი ვიზიტის ხანგრძლივობა და ბიუჯეტი;
  • სამიზნე აუდიტორია და კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები;
  • განაცხადების მიღების პროცესი;
  • მოსალოდნელი შედეგები და ვალდებულებების შესრულების ინდიკატორები.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა