ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 19 ივლისს მუშაობას იწყებს ,,ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურული პროცესის შემსწავლელი სეზონური სკოლა“. „სკოლის“ ფარგლებში ჩატარდება ლექციები და სემინარები. სტუდენტები იმუშავებენ ტექსტებზე, ლიტერატურისა და მხატვრული სტილისტიკის პრობლემებზე. გაიმართება წამახალისებელი კონკურსი საუკეთესო ნამუშევრის გამოსავლენად. გამარჯვებული ნაშრომი გამოქვეყნდება ლიტერატურულ ჟურნალ ,,არილის“ საიტზე.
,,სკოლის“ შესახებ:
,,ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურული პროცესის შემსწავლელი სეზონური სკოლის“ პროექტი არის აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული.
პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია ბსუ-ის ასოცირებული პროფესორი, ლიტერატურათმცოდნე ნანა ტრაპაიძე.
სკოლის პროგრამა:
- ნანა ტრაპაიძე: ინფორმაციული კრიტიკა - მიზნები და ამოცანები (ბათუმი ბსუ)
- ლექსო დორეული: ინტერპრეტაციის ხელოვნება (თბილის, თავისუფალი უნივერსიტეტი)
- დათო გაბუნია: პირველი პირი მესამე პირის წინააღმდეგ უახლეს ქართულ ლიტერატურაში (თბილისი, ილიაუნი)
- ლევან ბერძენიშვილი: ტრაგედიის ჩამოყალიბება როგორც პროცესი (თბილისი, ილიაუნი)
- დიანა ანფიმიადი: ნიშნის მხატვრული ფუნქცია და ენობრივი კომპეტენციები (თბილისი, ჯიპა)
- ინგა ჟღენტი: ბეკეტი, ოლბი და ეგზისტენციალიზმი (თბილისი, კავკასიის უნივერსიტეტი)
,,სკოლაში“ მიღების შესახებ:
მიღებისათვის საჭიროა გამოგზავნოთ სამოტივაციო წერილი (არანაკლებ 300 სიტყვისა) შემდეგ მისამართზე: sezonuriskolabsu@gmail.com
მონაწილეობა შეუძლია როგორც ბსუ-ს, ისე საქართველოს ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს.
სწავლის პირობა, განაცხადის მიღებისა და სწავლის ვადები:
,,სკოლაში“ სწავლა შეუძლიათ ჰუმანიტარული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის, ასევე ლიტერატურით დაინტერესებულ ამავე საფეხურების სხვა სპეციალობის სტუდენტებს.
სამოტივაციო წერილები მიიღება 13 ივნისიდან 13 ივლისამდე.
სწავლის პერიოდი: 19 ივლისი - 25 ივლისი.
დამატებითი ინფორმაცია:
,,სკოლა“ დაფინანსებულია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ.
დაფინანსებაში შედის სასტუმრო და ორჯერადი კვება (მონაწილეთა მგზავრობის თანხა არ ანაზღაურდება).
დაფინანსება ეხება სხვა ქალაქებიდან ჩამოსულ სტუდენტებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 591 28 08 30
უკან |