Horizon Europe - საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისი

ჰორიზონტი ევროპის პროგრამის ფარგლებში ევროპის და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის შესაძლებლობა ჯანდაცვის მიმართულებით

სურათი

29 აპრილს იტალიის კვლევისა და ინოვაციების მხარდამჭერი სააგენტოს (APRE) და სალენტოს უნივერსიტეტის (იტალია) ორგანიზებით გაიმართება ღონისძიება, რომლის მიზანია ჰორიზონტი ევროპის პროგრამის ფარგლებში ევროპის და საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის დამყარება. ღონისძიების ფარგლებში პოტენციურ აპლიკანტებს თანამშრომლობისთვის იდეებისა და ექსპერტიზის გაცვლისა და შეთავაზების შესაძლებლობა ექნებათ. სალენტოს უნივერსიტეტის 6 კვლევითი ჯგუფი წარდგება პრეზენტაციით შემდეგ თემებზე: ჯანმრთელობა- სამედიცინო რობოტიკა, ნეირო-ფიზიო-რეაბილიტაცია, ბიომექანიკური სტრესი, კოვიდის შემდგომი და კოვიდის ხანგრძლივი მოვლა, თერანოსტიკა (თერაპია და დიაგნოსტიკა).

დრო: 17:00-17:40 GMT+4 

ფორმატი: ონლაინ

ღონისძიებაზე ეგისტრაცია: https://forms.office.com/Pages/ResponsePage.aspx?id=FgjCosZ-ekmt7riw9-RScYjg-UcjkjREtdbjKl__8D1UQTBHRkE0UUk1UkJWWVpaVlZBVUk0UkNITi4u

ღონისძიება ღიაა პარტნიორობით დაინტერესებული სხვა ევროპული და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.

დანართის სახით იხილეთ ღონისძიების დღის წესრიგი.

 

 

 

 

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა