Horizon Europe - საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისი

EmpoWOMEN-ი აცხადებს ღია კონკურსს გენდერული თანასწორობის გაუმჯობესების მიზნით ტექნოლოგიების მეწარმეობაში

სურათი

EmpoWOMEN-ი აცხადებს ღია კონკურსს გენდერული თანასწორობის გაუმჯობესების მიზნით ტექნოლოგიების მეწარმეობაში. EmpoWOMEN არის ერთობლივი ინიციატივა, რომელსაც "Sploro" ხელმძღვანელობს "Tech Ukraine -თან", "Startup Wise Guys-თან" და "Business Angels Europe-თან" პარტნიორობაში. ჰორიზონტი ევროპას პროგრამის ფარგლებში, ეს პროექტი მიზნად ისახავს გაუმჯობესდეს გენდერული თანასწორობა ღრმა ტექნოლოგიების მეწარმეობაში.

განაცხადები მიღება პირველი კონკურსისთვის 2024 წლის 8 იანვრიდან - 8 მარტამდე.

რას გთავაზობთ?

  • 45000 ევრომდე დაფინანსება არაკაპიტალური ფორმით (სააქციო კაპიტალში ჩადების გარეშე)
  • ექვსთვიანი მხარდაჭერის პროგრამა
  • მაღალკვალიფიციურ მენტორებთან წვდომა
  • ტექნიკური ღონისძიებების ვაუჩერები
  • ექსკლუზიური საინვესტიციო მზაობის პროგრამა "Business Angels-თან" ერთად
  • მენტორებისა და ექსპერტების შერჩევა (საჭიროებიდან გამომდინარე)
  • ჯილდოები საუკეთესო სტარტაპებისთვის თითოეულ კოჰორტაში

ვის შეუძლია მიიღოს მონაწილეობა პირველ ღია კონკურსში?

  • Deep Tech სტარტაპები: სტარტაპი (ახლად დაარსებული ბიზნესი) უნდა ავითარებდეს მოწინავე და გარღვევის მომტან ტექნოლოგიებს, ღრმა ტექნოლოგიების ევროპული გაგების შესაბამისად.
  • ქალთა ლიდერობა: მნიშვნელოვანია, რომ სტარტაპებს ქალები ხელმძღვანელობდნენ. არანაკლებ ერთი ქალი მაინც ასრულებდეს მთავარ როლს, როგორც თანადამფუძნებელი, როგორც ძირითადი მენეჯმენტის გუნდის წევრი, ან იყოს დირექტორთა საბჭოში.
  • კაპიტალში მონაწილეობა: მოსალოდნელია, რომ ქალებს ექნებათ მნიშვნელოვანი წილი სტარტაპის აქციების მფლობელობაში.
  • გეოგრაფიული მდებარეობა: კომპანია იურიდიულად უნდა იყოს რეგისტრირებული გაფართოების ქვეყნებში (მათ შორის საქართველოში).

დაინტერესების შემთხვევაში გაიარეთ რეგისტრაცია

https://share-eu1.hsforms.com/1ux9kQHnKS4iB_F19cFs2WAex7tp

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა