საქართველოს კლიმატის შესწავლისა და კვლევის ალიანსი (Climate Education and Research Alliance Georgia (CERA) საქართველოს ყველა აკადემიური დაწესებულებისათვის მართავს პირველ ონლაინ შეხვედრას თემაზე: „აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერება კლიმატთან და სხვა მდგრად მეცნიერებებთან მიმართებით“. ალიანსის მიზანია, შექმნას აკადემიური ინსტიტუტების ქსელი, რომლებიც განავითარებენ განათლებას და კვლევას საქართველოში კლიმატის ცვლილებისა და მდგრადობის სფეროებში.
საქართველოს 2030 წლის კლიმატის სტრატეგიისა და 2050 წლისთვის კლიმატის ნეიტრალიტეტის მიზნის გათვალისწინებით, მკვეთრად იზრდება სტრატეგიის, რეგულირებისა და განხორციელების ექსპერტიზის საჭიროება. ევროინტეგრაციის მიმდინარე პროცესი ამას კიდევ უფრო მეტ იმპულსს მატებს. შესაბამისად, მომდევნო წლებში უფრო სწრაფად გაიზრდება მოთხოვნა აკადემიურ კვლევებზე, გამოყენებით კვლევებსა და კონსულტირებაზე, უმაღლეს განათლებასა და პროფესიულ განათლებაზე. რამდენიმე ქართულმა უნივერსიტეტმა უკვე მიმართა ამ განვითარებას როგორც კვლევითი თანამშრომლობის, ასევე სასწავლო პროგრამებისა და კურსების ინიცირებით.
ალიანსის მისიაა, გააძლიეროს ეს ძალისხმევა და გააერთიანოს ყველა დაინტერესებული აკადემიური ინსტიტუტი საქართველოში:
1. აკადემიური კვლევის შესაძლებლობების გაძლიერება: CERA ეძღვნება საქართველოს აკადემიური კვლევის შესაძლებლობების გაძლიერებას თანამშრომლობის, რესურსების გაზიარებისა და ერთობლივი სახსრების მოზიდვის გზით კლიმატის კვლევის ხარისხისა და გავლენის ამაღლების მიზნით.
2. გამოყენებითი კვლევებისა და კონსულტაციების მოთხოვნის დაკმაყოფილება: CERA მიზნად ისახავს გახდეს გამოყენებითი კვლევებისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული საკონსულტაციო სერვისების ცენტრი, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დონორების დაფინანსების მომავალ შესაძლებლობებსა და საქმიანობას. ჩვენ ასევე წავახალისებთ გაცვლას და თანამშრომლობას საჯარო ადმინისტრაციასთან, ბიზნესთან, ასოციაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან.
3. უნარებისა და ცოდნის მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება: CERA აღიარებს, რომ განათლება არის მდგრადობის ტრანსფორმაციის საფუძველი. უმაღლესი განათლების გარდა, ჩვენ მზად ვართ მივხედოთ უნარების განვითარების აუცილებლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა პროფესიული განათლება.
პირველი ნაბიჯები
ჩვენ გთავაზობთ დაიწყოთ როგორც არაფორმალურმა ქსელმა, ხოლო ქსელის ფორმალიზაცია შეიძლება განიხილებოდეს მომავალში. ჩვენი შემოთავაზებული საწყისი ნაბიჯები და აქტივობები შემდეგია:
ნაბიჯი 1: გაცნობა და გაანგარიშება
საწყის ეტაპზე, მოვაწყობთ შეხვედრას და მოვიწვევთ მდგრადობის კვლევასა და განათლებაში ნებისმიერ დაინტერესებულ ან უკვე აქტიურად ჩართულ პირს. დიალოგისა და ინფორმაციის გაზიარების გზით შევაფასებთ არსებულ კვლევით და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ეხება საქართველოში კლიმატის ცვლილებას და მდგრადობას. ჩვენ ასევე გავცვლით წარსულ გამოცდილებას და შეხედულებებს მომავალ გამოწვევებთან დაკავშირებით.
ნაბიჯი 2: თანამშრომლობა და გზამკვლევი
უკვე არსებული ძლიერი მხარეებისა და გამოცდილების გამოყენებით, ჩვენ ხელს შევუწყობთ თანამშრომლობას უნივერსიტეტებს, კვლევით ცენტრებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართულნი არიან კლიმატის მდგრადობის უზრუნველყოფის მცდელობებში. ჩვენ ერთად შევიმუშავებთ ერთობლივ გზამკვლევს, რომელიც ასახავს კოლექტიურ საჭიროებებს, პოტენციალებს, ბარიერებს, გამოწვევებს და რეკომენდაციებს პოლიტიკის შემქმნელებისა და დონორი ორგანიზაციებისთვის.
კონტაქტი
CERA ინიცირებულია შემდეგი პერსონალის მიერ:
მაიკლ ლუკენი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი (მდგრადობისა და კლიმატის მმართველობის კვლევის განყოფილება)
მერაბ ხოხობაია, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მურმან მარგველაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გიორგი მუხიგულიშვილი, ანალიტიკური ორგანიზაცია World Experience for Georgia (WEG), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე: mluken@newvision.ge
უკან |