Horizon Europe - საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისი

შავი ზღვის აქსელერატორი მდგრადი ლურჯი ეკონომიკის მხარდასაჭერად – კონკურსი წინადადებების წარმოსადგენად

სურათი

შავი ზღვის აქსელერატორი მდგრადი ლურჯი ეკონომიკის მხარდასაჭერად – გამოცხადდა კონკურსი  წინადადებების წარმოსადგენად. შავი ზღვის აქსელერატორი მხარს უჭერს მდგრადი ლურჯი ეკონომიკის წინადადებებს შავი ზღვის რეგიონში, რომლის მიზანია რეგიონში მდგრადი და ცირკულარული ინოვაციების ხელშეწყობა. გამოცხადებული კონკურსი ღიაა აპლიკანტებისთვის (როგორც ფიზიკური პირების, ისე ორგანიზაციების) შავი ზღვის რეგიონიდან, ასევე რეგიონის გარე განმცხადებლებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ახალი მეთოდების იმპორტს შავი ზღვის რეგიონში. სამომავლოდ გათვალისწინებული იქნება ასევე განაცხადების მიღება ტრენინგებისა და საკონსულტაციო სერვისების მეშვეობითაც, რომელთა მოწოდება შესაძლებელი იქნება ონლაინ. სერვისები მოწოდებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე, თუმცაღა შესაძლოა კონკრეტულ შემთხვევებში განხილულ იქნას სხვა ენებიც (ექვემდებარება დაზუსტებას).

 

 განაცხადები განხილვისას შემდეგი ელემენტებით შეფასდება:

  • კონცეფცია და ინოვაციურობა
  • გადაწყვეტის ზემოქმედება
  • ბიზნეს მოდელი მთლიანობაში
  • ინფორმაცია გუნდის შესაძლებლობებისა და სტრუქტურის შესახებ
  • არსებული (შესაძლებელი) კაპიტალი გადაწყვეტის მხარდასაჭერად
  • მოტივაცია და მოლოდინები აქსელერატორის მიმართ

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა წარმადგინონ სათანადოდ შევსებული   „შავი ზღვის

 აქსელერ ატორის  განაცხადის  ფორმა” .  კითხვების და დამატებითი საკითხების გასარკვევად მიმართვა შესაძლებელია ელფოსტით შემდეგ მისამართზე:   accel er ator b lacksea@gmail.com

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის, მისი ვადების, შემოთავაზებული სერვისების შესახებ

ხელმისაწვდომია   D OORS- ის ვებგვერდზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 31 ოქტომბერი, 18:00 CET.

 

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ დანართში.

 

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა