
Horizon Europe აცხადებს სამეცნიერო საგრანტო კონკურსს დაავადებებთან გამკლავების და დაავადებების ტვირთის შემცირების მიმართულებით, სახელწოდებით „პანდემიისთვის მზაობა და რეაგირება: პანდემიისთვის მზაობის ევროპული პარტნიორობის შენარჩუნება“. პროექტის მიზანია პანდემიისთვის მზაობის ხელშესაწყობად ადმინისტრაციული და ორგანიზაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა“. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია კონსორციუმს (მინიმუმ 3 ევროპული, ევროპასთან ასოცირებული ან „ჰორიზონტ ევროპასთან“ ასოცირებული ქვეყნის ორგანიზაცია).
კონკურსის დაწყების თარიღი: 2023 წლის 26 ოქტომბერი.
ბიუჯეტი: დაახ. 8 000 000 ევრო.
საკონკურსო განაცხადის ატვირთვის ბოლო ვადა: 2024 წლის 11 აპრილი.
ან მოგვმართეთ საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისში: II კორპუსი, ოთახი 129
უკან |