Horizon Europe აცხადებს სამეცნიერო საგრანტო კონკურსს დაავადებებთან გამკლავების და დაავადებების ტვირთის შემცირების მიმართულებით, სახელწოდებით „ევროპული პარტნიორობა ერთიან ჯანმრთელობაზე/ ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე“. პროექტი მიზნად ისახავს ანტიმიკრობული რეზისტენტობის საფრთხეების შემცირებით წვლილი შეიტანოს ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე მიმართული ევროპის ერთიანი ჯანმრთელობის სამოქმედო გეგმის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გლობალური სამოქმედო გეგმის მიზნების მიღწევაში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია კონსორციუმს (მინიმუმ 3 ევროპული, ევროპასთან ასოცირებული ან „ჰორიზონტ ევროპასთან“ ასოცირებული ქვეყნის ორგანიზაცია).
კონკურსის დაწყების თარიღი: 2023 წლის 26 ოქტომბერი.
ბიუჯეტი: დაახ. 8 000 000 ევრო.
საკონკურსო განაცხადის ატვირთვის ბოლო ვადა: 2024 წლის 11 აპრილი.
ან მოგვმართეთ საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისში: II კორპუსი, ოთახი 129
უკან |