
Horizon Europe აცხადებს სამეცნიერო საგრანტო კონკურსს კონკურენტუნარიან ჯანდაცვასთან დაკვშირებული ინდუსტრიის მიმართულებით, სახელწოდებით „ევროკავშირის მეთოდოლოგიური ჩარჩოების შემუშავება სამედიცინო მოწყობილობებისა და ინ ვიტრო დიაგნოსტიკური მოწყობილობების (IVDs) კლინიკური შეფასებისა და პოსტ-მარკეტული კლინიკური შემდგომი დაკვირვებისთვის“. პროექტის მიზანია ახალი მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნა ინოვაციური და ეფექტური სამედიცინო მოწყობილობების პაციენტთათვის სწრაფი მიწოდების უზრუნველსაყოფად.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია კონსორციუმს (მინიმუმ 3 ევროპული, ევროპასთან ასოცირებული ან „ჰორიზონტ ევროპასთან“ ასოცირებული ქვეყნის ორგანიზაცია).
კონკურსის დაწყების თარიღი: 2023 წლის 23 ოქტომბერი.
ბიუჯეტი: დაახ. 10 000 000 ევრო.
საკონკურსო განაცხადის ატვირთვის ბოლო ვადა: 2024 წლის 11 აპრილი.
ან მოგვმართეთ საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისში: II კორპუსი, ოთახი 129
უკან |