სასტიპენდიო პროგრამა „ევროპული გრანტები ქართველი მკლევრებისთვის (DAAD)“ მეცნიერებს სთავაზობს საგრანტო პროგრამებს, რაც მიზნად ისახავს საქართველოს STI (Science, Technology and Innovation) სექტორის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას, ქართველ მკვლევართა (მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერთა) და ინოვატორების ქსელის განვითარებას და ევროკავშირის შესაბამის კოლეგებთან პროფესიული კავშირების დამყარებას, ასევე ქართველ მკვლევართა და ინოვატორთა მობილობის გაზრდას და მათ ინტეგრაციას ევროპის კვლევით სივრცეში. გრძელვადიან პერსპექტივაში, პროგრამა მიზნად ისახავს ერთობლივი R&I (კვლევებისა და ინოვაციების) შედეგების, ასევე ერთობლივი R&I პროექტების სტიმულირებას Horizon Europe-ისა და ევროკავშირის R&I დაფინანსების სხვა სქემების ფარგლებში.
პროგრამის კონკრეტული მიზნები:
- ევროკავშირის წევრი ქვეყნების კოლეგებთან ქართველი მკვლევრების და ინოვატორების კვლევისა და ინოვაციური თანამშრომლობის სტიმულირება;
- ევროკავშირში დაფუძნებულ სუბიექტებთან კოლეგებთან ერთობლივი R&I მუშაობის შესაძლებლობის მიცემა;
- მკვლევართა სტიმულირება, რათა ინტეგრირდნენ და ჩაერთონ საპროექტო წინადადებების შემუშავებაში, რომლებიც შემდგომ წარედგინება ჰორიზონტ ევროპას (3 სვეტის ნებისმიერ ქვეპროგრამას) ან ევროკავშირის R&I დაფინანსების ნებისმიერ სხვა პროგრამას (COST, ევროპული პარტნიორობის ინიციატივები და ა.შ.);
- საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებასთან მობილობის სტიპენდიის დროს მიღებული ცოდნის ეფექტური გადაცემის ხელშეწყობა.
დეტალური იმფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ბმული:
უკან |