Horizon Europe აცხადებს სამეცნიერო საგრანტო კონკურსს „ევროპული ლინგვისტური კაპტალის გაძლიერების სტრატეგიები გლობალიზებულ სამყაროში“ (Strategies to strengthen the European linguistic capital in a globalised world). კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია კონსორციუმს (მინიმუმ 3 ევროპული, ევროპასთან ასოცირებული ან „ჰორიზონტ ევროპასთან“ ასოცირებული ქვეყნის ორგანიზაცია).
Horizon Europe აცხადებს სამეცნიერო საგრანტო კონკურსს „ევროპული ლინგვისტური კაპტალის გაძლიერების სტრატეგიები გლობალიზებულ სამყაროში“ (Strategies to strengthen the European linguistic capital in a globalised world). კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია კონსორციუმს (მინიმუმ 3 ევროპული, ევროპასთან ასოცირებული ან „ჰორიზონტ ევროპასთან“ ასოცირებული ქვეყნის ორგანიზაცია).
ევროპული ენები ჩვენი იდენტობის, ქცევისა და კულტურული აღქმის მექანიზმია. ევროკავშირის მოქალაქეები თავიანთ მშობლიურ ენებზე კომუნიკაციით ქმნიან კოლექტიურ და ინდივიდუალურ იდენტობას და უკეთ ესმით მათი ეროვნული ან რეგიონული კულტურის წვლილი მთლიანად ევროპულ კულტურაში. თუმცა, გლობალიზაციის ეპოქაში, ზოგიერთი ენა დომინირებს, რაც თანდათანობით იწვევს "ენობრივ ოლიგოპოლიას".
როგორც არასდროს, ე.წ. „საერთაშორისო ენები“ საფრთხეს უქმნიან ნაკლებად სალაპარაკო ენებს. ციფრული ტექნოლოგიების დომინირება იწვევს ენების წესების უგულებელყოფას და ჰუმანისტური განათლების გაუფასურებას. ევროპის ენობრივი კაპიტალის დაცვა აუცილებელია ევროპული იდენტობის, კულტურისა და შემოქმედების გასაძლიერებლად და ურთიერთგაგებისა და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობისთვის, რაც ემსახურება ევროპაში სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტაბილურობას.
წარმოდგენილი საკონკურსო საგრანტო პროექტის ფარგლებში უნდა შემუშავდეს რეკომენდაციები, რომლებიც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს გამოიყენონ საკუთარი ენა ეროვნულ, რეგიონულ და ევროკავშირის დონეზე. ეს რეკომენდაციები უნდა იყოს მიმართული არახელსაყრელი ლინგვისტური თემების მარგინალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ რეკომენდაციების შესრულებისას, საპროექტო წინადადებებმა შეიძლება გამოავლინოს ევროკავშირის მრავალენოვანი პოლიტიკის სისუსტეები (გამოკვეთილი და იმპლიციტური) და გაიზიაროს საუკეთესო პრაქტიკა სხვა მრავალენოვანი ქვეყნებიდან მთელს მსოფლიოში.
კონკურსის დაწყების თარიღი: 2023 წლის 4 ოქტომბერი.
ბიუჯეტი: დაახ. 3 000 000 ევრო.
საკონკურსო განაცხადის ატვირთვის ბოლო ვადა: 2024 წლის 7 თებერვალი.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
https://ec.europa.eu/info/funding-tenders/opportunities/portal/screen/opportunities/topic-details/horizon-cl2-2024-heritage-01-05;callCode=null;freeTextSearchKeyword=linguistic%20capital;matchWholeText=true;typeCodes=0,1,2,8;statusCodes=31094501,31094502,31094503;programmePeriod=null;programCcm2Id=null;programDivisionCode=null;focusAreaCode=null;destinationGroup=null;missionGroup=null;geographicalZonesCode=null;programmeDivisionProspect=null;startDateLte=null;startDateGte=null;crossCuttingPriorityCode=null;cpvCode=null;performanceOfDelivery=null;sortQuery=sortStatus;orderBy=asc;onlyTenders=false;topicListKey=topicSearchTablePageState
ან მოგვმართეთ საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისში:
II კორპუსი, ოთახი 129
უკან |