Horizon Europe - საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისი

KEAC-BSR – „ცოდნისა და აკადემიური კულტურის გაცვლა ჰუმანიტარულ სფეროში: ევროპა და შავი ზღვის აუზი, XVIII-XXI სს“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის - ჰორიზონტი 2020 ფარგლებში, პროექტის KEAC-BSR - „ცოდნისა და აკადემიური კულტურის გაცვლა ჰუმანიტარულ სფეროში: ევროპა და შავი ზღვის აუზი, XVIII-XXI სს“ („KEAC-BSR Knowledge Exchange and Academic Cultures in the Humanities: Europe and the Black Sea Region, late 18th – 21st Centuries“) პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ახალი საგრანტო პროექტის მიზანია XVIII-XXI საუკუნეების ევროპისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების ცოდნისა და აკადემიური კულტურის დინამიკის შესწავლა. ოთხი წლის განმავლობაში კორსორციუმის თორმეტი ქვეყნის (საქართველო, ავსტრია, მაკედონია, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, საბერძნეთ, მოლდოვა, უკრაინა,  რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი) წარმომადგენელები ინტერდისციპლინარული კვლევებს ჩაატარებენ.

სამუშაო შეხვედრაში პროექტის კოორდინატორი, გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი კარლ კასერი და კორსორციუმის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა. პროექტში ბათუმის შოთ რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები მარინე აროშიძე და თამაზ ფუტკარაძე მონაწილეობენ.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა