
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი საზაფხულო სკოლას - ,,მულტილინგვიზმი და თარგმანის როლი ცოდნის გლობალიზაციაში“ მასპინძლობს. სკოლა ტარდება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის - „ჰორიზონტი 2020“ პროექტის KEAC-BSR „ცოდნისა და აკადემიური კულტურის გაცვლა ჰუმანიტარულ სფეროში: ევროპა და შავი ზღვის აუზი, XVIII-XXI სს“ ფარგლებში. მასში საპროექტო კონსორციუმში მონაწილე უნივერსიტეტების დოქტორანტურისა და მაგისტრატურის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობენ საქართველოდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვიდან, რუსეთიდან, მაკედონიიდან და ბულგარეთიდან.
ათი დღის განმავლობაში ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები უცხოელ კოლეგებთან ერთად, თანამედროვე, მრავალეროვან საზოგადოებაში თარგმანის გამოწვევებზე იმსჯელებენ. ასევე, გაიმართება მრგვალი მაგიდა, სადაც გლობალიზაციის პირობებში სინქრონულ, თანმიმდევრულ, სამეცნიერო და ტექნიკური თარგმანის როლს განიხილავენ.
უკან |