Horizon Europe - საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისი

ბსუ პროექტში „მეცნიერება კაპიტანია“ მონაწილეობს

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობს პროექტში ,,მეცნიერება კაპიტანია“. საქართველო წელს პირველად შეუერთდა ევროპელ მკვლევართა ღამეს და ისტორიაში პირველად გამოჩნდა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და „ჰორიზონტი 2020“ პროგრამის ასოცირებული ქვეყნების მასშტაბით სინქრონულ რეჟიმში მიმდინარე ღონისძიებების რუკაზე. 27-28 ნოემბერს, პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ძირითადი ღონისძიებები, ფართომასშტაბიანი, მრავალდარგობრივი, შემეცნებითი და სახალისო აქტივობები, თბილისში, ბათუმში თელავში, ქუთაისში, ახალციხესა და ზუგდიდში დისტანციურად ტარდება. პროექტი ხორციელდება “Horizon 2020” მარია სკლადოვსკაია-კიურის (MSCA) პროგრამის ფარგლებში - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.

„მეცნიერება კაპიტანია“ მეცნიერების, როგორც საზოგადოების ყველა ფენის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილის, წარმოჩენასა და საქართველოს ფართო საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაციას ემსახურება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა