„ჰორიზონტი 2020“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „ციფრული ინოვაციების დანერგვა სკოლებში რეგიონული ინოვაციური ჰაბებისა და მენტორინგის მოდელის საშუალებით“ პერსონალმა ონლაინ სამუშაო შეხვედრა გამართა აჭარის რეგიონის 5 ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლის დირექტორებთან. შეხვედრის მონაწილეებმა შეაჯამეს პროექტის ფარგლებში 2021 წელს განხორციელებული აქტივობების შედეგები, განიხილეს ციფრული ინოვაციების მიმართულებით სკოლებში არსებული მდგომარეობა და სკოლებთან თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილი სამომავლო ღონისძიებები - სკოლების საჭიროებების იდენტიფიცირება და პედაგოგთა კომპეტენციები ციფრული ინოვაცოების გამოყენების კუთხით, სკოლებში მენტორინგის მოდელის პილოტირების პროცესი.
ბსუ, როგორც iHubs4Schools პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან, სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებთან ერთად 2021-2023 წლებში განახორციელებს პროექტს და საჯარო სკოლებს შესთავაზებს ციფრული ინოვაციების დანერგვის მექანიზმებს რეგიონული ინოვაციური ჰაბების შექმნით.
უკან |