Horizon Europe - საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისი

კონფერენცია: „ციფრული ინოვაციების დანერგვა სკოლებში რეგიონული ინოვაციური ჰაბებისა და მენტორინგის მოდელის საშუალებით“

სურათი

2023 წლის 25 აპრილს ტალინის უნივერსიტეტში „ჰორიზონტი 2020“-ის პროექტის „ციფრული ინოვაციების დანერგვა  სკოლებში რეგიონული ინოვაციური ჰაბებისა და მენტორინგის მოდელის საშუალებით“ (IHUB4Schools) ფარგლებში გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „Conference of Innovative Education: Fostering Sustainable Digital Innovation in Schools“.

კონფერენციის მიზანი იყო სასწავლო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების დანერგვასთან დაკავშირებით სიახლეების და გამოცდილების გაზიარება.   IHUB4Schools პროექტში ჩართული პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სკოლებში მენტორინგის მოდელის დანერგვაზე, ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე სასწავლო პროცესში, გამოწვევებსა და პერსპექტივებზე.

კონფერენციაზე განათლების ექსპერტებმა ისაუბრეს უნივერსიტეტისა და სკოლის ურთიერთთანამშრომლობის საკითხზე, ერთობლივი პროგრამების განხორციელებისა და დანერგვის მნიშვნელობაზე სასწავლო პროცესის საინტერესოდ და ეფექტურად წარმართვის მიზნით.

კონფერენციის სხვადასხვა სესიებზე მოხსენებით წარსდგნენ პროექტში ჩართული ბსუ-ს პერსონალი და პარტნიორი სკოლის მასწავლებლები. სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა ნინო მიქელაძემ, ბსუ-ს ასოცირებულმა პროფესორებმა ნანა მაკარაძემ, მადონა მიქელაძემ, თათია ნაკაშიძემ ისაუბრეს სასწავლო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობაზე, ციფრული ინოვაციების დანერგვაში რეგიონული ინოვაციური ჰაბების როლზე. ასევე კონფერენციის მონაწილეებს კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით გაუზიარეს აჭარის არ სკოლებში პროექტის ფარგლებში შემუშავებული მენტორინგის მოდელის პილოტირების შედეგები. 

სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი IHUB4Schools -ის საგრანტო პროექტში 2021 წლიდან ჩაერთო. პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს ციფრული ინოვაციების დანერგვა სკოლებში რეგიონული ინოვაციების ჰაბებისა და მენტორინგის მოდელის მეშვეობით.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა