Erasmus+“-ის პროექტის „ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლის განვითარება და დანერგვა საქართველოს უსდ-ებში“ მეორე ეროვნული შეხვედრა ბსუ-ში
26-29 ივლისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „Erasmus+“-ის საგრანტო პროექტის „ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლის განვითარება და დანერგვა საქართველოს უსდ-ებში“ („Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs”/DITECH), პროექტის ნომერი: 618766-EPP-1-2020-1-EE-EPPKA2-CBHE-JP) მეორე ეროვნულ შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ კონსორციუმის წევრი საქართველოს უნივერსიტეტები: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - კოორდინატორი საქართველოში, ილიას სახელმწიფო უნი¬ვე¬რსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნვერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.