პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება

სურათი

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში,  მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი ჩატარდა. გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიაში, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა, მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის მენეჯერმა ბსუ-ში ნანა მაკარაძემ და პროგრამის ტრენერმა ინგა შამილიშვილმა. USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამისა და ბსუ-ს წარმომადგენლებმა გამარჯვებულებს წარმატებები უსურვეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი ინოვაციური რეფორმებისადმი მასწავლებელთა ნდობისა და მოტივაციის განმტკიცების მიზნით, მასწავლებლების განსაკუთრებული მიღწევების გამოსავლენად ჩატარდა. ღონისძიების მიზანი მასწავლებელთა წახალისება, მათი საქმიანობის სტიმულირება, მათ მიერ სწავლების ეფექტური პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა და მოსწავლეების აკადემიური მიღწევების გაუმჯობესება იყო.  

პროგრამის ფარგლებში, ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენერთა გუნდის მიერ აჭარისა და გურიის 326 სკოლის დირექტორისა და ქართული ენისა და ლიტერატურის და მათემატიკის I-VI კლასების 978 მასწავლებელი გადამზადდა.

მასწავლებელთა აღიარების კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა საქართველოს თითოეული რეგიონის სკოლების დაწყებითი (I-VI) კლასების მშობლიური ენისა და ლიტერატურის და მათემატიკის გამორჩეული მასწავლებლები სხვადასხვა კატეგორიაში.

ბსუ-ს სამიზნე რეგიონებს აჭარისა და გურიის სამიზნე სკოლები წარმოადგენდა. გამარჯვებულებს შორის არიან ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის №1 საჯარო სკოლის და ჩოხატაურის რაიონის სოფელ ქვაბღის დაწყებითი კლასების მასწავლებლები:

  • ელზა ზაქარეიშვილი, დაწყებით საფეხურზე კითხვის (მშობლიური ენისა და ლიტერატურის) საუკეთესო მასწავლებელი აჭარის რეგიონში (ბათუმის №1 საჯარო სკოლა)
  • თამილა შარაბიძე, დაწყებით საფეხურზე მათემატიკის საუკეთესო მასწავლებელი აჭარის რეგიონში (ბათუმის №1 საჯარო სკოლა)
  • ხათუნა ვაშაყმაძე, დაწყებით საფეხურზე მათემატიკის საუკეთესო მასწავლებელი გურიის რეგიონში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლა)
  • მზია ადაძე, დაწყებით საფეხურზე კითხვის (მშობლიური ენისა და ლიტერატურის) საუკეთესო მასწავლებელი გურიის რეგიონში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბღის საჯარო სკოლა).

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა