პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

პროექტი „პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერა ორგანიზაციული და HR სისტემების ხარისხის ამაღლებით“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალთა ასოციაციასთან“ (HRPA Georgia) პარტნიორობით, პროექტის „პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერა ორგანიზაციული და HR სისტემების ხარისხის ამაღლებით“ განხორციელება დაიწყო. პროექტს ბსუ-ში პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრი განახორციელებს.

პროექტის პრეზენტაცია გაიმართა 16 ივლისს, რომელსაც  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, USAID-ის, GIZ-ის, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის წარმომადგენლები, HPRA Georgia-ს წევრები და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციურ გაძლიერებას,  ორგანიზაციული და HR სისტემების განვითარებას,  პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტის მე-4 კომპონენტის  მოთხოვნების უზრუნველყოფის ხელშეწყობას.

პროექტის ფარგლებში შემუშავდება  HR&OD პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც  ხელმისაწვდომი იქნება პროფესიული საგანამანთლებლო პროგრამების განმახორციელებელი ყველა დაწესებულებისთვის. პროექტი  ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და დაფინანსებით.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა