პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

„ერაზმუს+“-ის პროექტის ფარგლებში ბსუ-ს მედიაციის მოკლევადიანი პროგრამის 13 მსმენელი სტაჟირებით ესპანეთში მიემგზავრება

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიაციის მოკლევადიანი პროგრამის 13 მსმენელი  18-29 ოქტომბერს სტაჟირებით  ესპანეთში, ქალაქ მურსიაში მიემგზავრება.  პროექტის მონაწილეებს 2 კვირის განმავლობაში ინტენსიური ტრენინგ-კურსი ჩაუტარდებათ მედიაციის აქტუალურ საკითხებზე და  მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სასწავლო ღონისძიებაში. სტაჟირების პროგრამა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის MEDIATS: „მედიაცია, ტრენინგი და საზოგადოების ტრანსფორმაცია“ ფარგლებში ხორციელდება, რომელშიც ბსუ 2018 წლიდან არის ჩართული. „ერაზმუს+“-ის დღეების ეგიდით, ბსუ-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე პროექტის მენეჯერებმა ქეთი დევაძემ და სალომე გაგნიძემ პროექტის მიმდინარეობა შეაფასეს და შედეგების შესახებ  პრეზენტაციები წარმოადგინეს.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა კონსტანტინე ჩოკორაიამ, პროქტ MEDIATS-ის მენეჯერმა ილიას უნივერსიტეტში სალომე გაგნიძემ, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ყანდაშვილმა, პროექტ MEDIATS-ის აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა.

MEDIATS-ის ფარგლებში, 3 წლის განმავლობაში ბსუ-ს აკადემიურ პერსონალს  ტრენინგი ჩაუტარდა  ქალაქ ბრედაში (ნიდერლანდები),  ქალაქ მურსიაში (ესპანეთი), ქალაქ რიგაში (ლატვია) და გადამზადდა მედიაციის მიმართულებით. ასევე შემუშავდა მედიაციის მოკლევადიანი, 60-კრედიტიანი პროგრამა, სადაც 2021 წლის გაზაფხულის სემესტრში ჩაირიცხა 15 მსმენელი. ტრენინგთა ციკლი მიმდინარეობს 2021 წლის მარტიდან 2021 წლის დეკემბრის ჩათვლით.

პროექტის „მედიაცია, ტრენინგი და საზოგადოების ტრანსფორმაცია“ ფარგლებში ბსუ-ში მოეწყო  „მედიაციის სწავლებისა და საიმიტაციო პროცესების კაბინეტი“, ილიას უნივერსიტეტთან ერთად, გამოიცა სამეცნიერო სტატიათა კრებული და უნივერსიტეტს გადაეცა კომპიუტერული ტექნიკა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა