სამეცნიერო პროექტი - ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლები თანამედროვე თურქეთში - I
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელები - პროფესორი მამია ფაღავა, ასოც. პროფესორი ზაზა შაშიკაძე
სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრი
სამეცნიერო პროექტის დაფინანსების წყარო - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა - 2016 წ., აგვისტო-დეკემბერი
სამეცნიერო პროექტის მიზანი - ბსუ–ს აკადემიური საბჭოს № 60 (02.08.2016 წ.) დადგენილების საფუძველზე რექტორის 2016 წლის 17 ივნისის № 01-08/25 ბრძანების თანახმად ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის (ფუნდამენტური კვლევის მიმართულებით) - „ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლები თანამედროვე თურქეთში“ - კონცეფცია ეფუძნება ქართველთმცოდნეობის ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა ყოფისა და სულიერი მემკვიდრეობის შესწავლა. კერძოდ, თურქეთში მცხოვრებ ქართველთა ისტორიის, თანამედროვეობის, თვითშემეცნების პრობლემათა კვლევა.
ხსენებული პროექტის განხორციელება გულისხმობს ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლების დასახლებული პუნქტების და საზოგადოდ, გეოგრაფიული ნომენკლატურის წარსული და თანამედროვე სურათის კვლევას, მუჰაჯირთა მეტყველების და ონომასტიკის შესწავლას წინაპართა მშობლიური რეგიონების შესაბამისად, ფოლკლორული მასალის შეგროვებას და შესწავლას, თანამედროვე მოსახლეობის კოლექტიური მეხსიერების კვლევას, მუჰაჯირთა შთამომავლების დასახლებათა ეთნოლოგიურ შესწავლას, ისტორიის, საქართველოსა და საზღვარგარეთის არქივებსა და წიგნთსაცავებში დაცული მასალების მოპოვებას და შესწავლას, აგრეთვე Aაუდიო, ვიდეო და ფოტომასალების მოპოვებას და სისტემატიზაციას.
მეტად არსებითია ის გარემოება, რომ ცნობილი მიზეზების გამო დღეს მთელ თურქეთში ქართული ენა გაღარიბებულია; საზოგადოდ კი იშვიათად შეხვდები ახალი თაობის წარმომადგენელს, მშობლიური ენა რომ იცოდეს. პრაქტიკულად, ჩვენ ვაკვირდებით ენის დავიწყების, გაქრობის პროცესს. მომავლის მკვლევარს თურქეთში აღარ დახვდება ქართული ენა, კულტურა... ამდენად ჩვენი თაობის მეცნიერებმა მაქსიმალურად უნდა სცადონ არსებული ვითარების აღწერა და განზოგადება. ვფიქრობთ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წვლილი ამ საქმეში განსაკუთრებულია. რაც შეეხება არსებულ სამუშაო ჯგუფს, შეიძლება ითქვას, რომ წლების განმავლობაში დაგროვდა მნიშვნელოვანი გამოცდილება, ინფორმაცია და ა.შ. ეს გამოცდილება არის სწორედ ერთ-ერთი მყარი საფუძველი წარმატებისა მომავალ კვლევებში.
საბოლოო მიზნის მისაღწევად განსაზღვრულია ამოცანებზე მუშაობა რამდენიმე ეტაპად, რომელიც ზოგადად შემდეგნაირად შეიძლება წარმოვადგინოთ:
I ეტაპზე, დაგეგმილი იყო კომპლექსური სამეცნიერო მივლინება თურქეთის შავი ზღვის რეგიონის ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლებით დასახლებულ პროვინციებში, რაც განხორციელდა კიდეც მიმდინარე წლის 16 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე.
II ეტაპზე, შესაბამისად დასახული ამოცანებისა, მუშაობა წარიმართება ძირითადად სამეცნიერო მივლინებებში მოპოვებული მასალების დამუშავების, სისტემატიზაციის, სამეცნიერო მიმოქცევაში შემოტანის მიმართულებით. ბუნებრივია, იგულისხმება მათი შეჯერებაც ერთი მხრივ, ქართველოლოგიის ცენტრის არქივში არსებულ მასალებთან, მეორე მხრივ, არსებულ წყაროებსა და ლიტერატურასთან. ამავე ეტაპზე, თანახმად კონკურსის დებულებისა, დაგეგმილია შუალედური პროგრამული და ფინანსური ანგარიშის წარდგენა.
III ეტაპზე დასრულდება მუშაობა მონოგრაფიისთვის განსაზღვრულ თავებზე და დაიწყება საერთო რედაქტირების პროცესი.
IV ეტაპზე, რომელიც უფრო მესამე ეტაპის ნაწილია, მოსმენილი იქნება პროექტში ჩართული დოქტორანტებისა და სტუდენტის მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიში.
V ეტაპი გულისხმობს სადემონსტრაციო დღისა და შემაჯამებელი სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზებას, ასევე, მონოგრაფიაზე მუშაობის დასრულებას და სასტამბოდ მომზადებას.
ცხადია, კვლევის შედეგები აისახება სხვა სამეცნიერო კონფერენციებზე წარდგენილ მოხსენებებსა და პუბლიკაციებშიც.
პროექტზე მუშაობენ: პროფესორი მამია ფაღავა (პროექტის სამეცნიერო ხელ¬მძღვანელი) და ასოცირებული პროფესორი ზაზა შაშიკაძე (პროექტის სამეცნიერო ხელ¬მძღვანელი), პროფესორი მალხაზ ჩოხარაძე (პროექტის მენეჯერი), პროფესორი თინა შიოშვილი, პროფესორი ნუგზარ მგელაძე, ასოცირებული პროფესორი მაია ბარამიძე, ისტორიის აკადემიური დოქტორი რუსლან ბარამიძე, დოქტორანტი ნიაზ ზოსიძე, დოქტორანტი ნანი ფუტკარაძე, მაგისტრანტი ანნა ვარშანიძე.
უკან |