ქართველოლოგიის ცენტრი

„მუჰაჯირობა მე-19 საუკუნის სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში“

სურათი

,,საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა დასახლებებისა და ყოფის კვლევის“ პროგრამის ფარგლებში მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარი გაიმართა თემაზე: ,,მუჰაჯირობა მე-19 საუკუნის სამცხე-ჯავახეთსა და აჭარაში (მიმდინარეობა და გადასახლებულთა რაოდენობა)“. პროფესორმა ჯუმბერ ვარდმანიძემ განიხილა ისეთი მნიშვნელვანი საკითხები, როგორიცაა: სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის რაოდენობა საომარი მოქმედებების დაწყებამდე, მუჰაჯირობის მიმდინარეობა 1828-1829 წლების საომარი მოქმედებების პერიოდში და ანდრიაპოლის საზავო ხელშეკრულების შემდეგ.
1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ, ადრიანოპოლის ზავით რუსეთმა მიიღო ახალციხის და ახალქალაქის მაზრები (სამცხე-ჯავახეთი, ფოცხოვი და პალაკაციო), ხოლო 1878-1879 წლების ომის შემდეგ, ბერლინის ტრაქტატის ძალით, ბათუმის და ყარსის ოლქები (აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, კოლა, არტაანი, ტაოს ნაწილი).
რუსეთის იმპერია ახალი ტერიტორიების შემომტკიცებისათვის იბრძოდა და ამ მიწების ისტორიული წარსული თუ გეოგრაფია, ადგილობრივთა ცხოვრების ავ-კარგი არ აწუხებდა, მხოლოდ იმას აკეთებდა, რაც მისი პოლიტიკური მიზნებისთვის იქნებოდა საინტერესო და სასარგებლო. ამ დამოკიდებულების შედეგი იყო სწორედ მუჰაჯირობის ორი ტრაგიკული ტალღა მე–19 საუკუნეში _ სამუსლიმანო საქართველოს მოუშუშებელი იარა. ასევე, ადგილობრივთა გამოცხადება არაქართველებად, სხადასხვა ტომის ხალხთა ჩამოსახლება – რეგიონის ეთნოგრაფიული აჭრელება და სხვა მრავალი ბოროტება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა