ქართველოლოგიის ცენტრი

სტრატეგიული განვითარების გეგმა

ცენტრის ძირითადი მიზანია საქართველოს (უპირატესად სამხრეთ საქართველოს) ისტორიის, ეთნოგრაფიის, ფოლკლორის, დიალექტებისა და ქართველთმცოდნეობის სხვა პრობლემების კვლევა და კვლევის შედეგების, ემპირიული მასალებისა და დოკუმენტების გამოქვეყნება.

სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ძირითადი მიმართულებანი:

  • სამხრული კილოების, ფოლკლორული, ეთნოგრაფიული და ქართველთმცოდნეობისთვის მნიშვნელოვანი სხვა მასალების შეგროვება, დამუშავება და შესაბამისი მეცნიერული აპარატურით გამოცემა;
  • საქართველოს (უპირატესად ისტორიული სამხრეთ საქართველოს) შესახებ დაცული ქართული და უცხოური მასალების მოძიება საქართველოსა და უცხოეთის არქივებსა და წიგნთსაცავებში, მათი  სამეცნიერო მიმოქცევაში შემოტანა;
  • სამეცნიერო კვლევის შედეგების გამოქვეყნება სამეცნიერო თუ პოპულარული სტატიების, კრებულების, სამეცნიერო კონფერენციებისა თუ სიმპოზიუმების მასალების, მონოგრაფიების სახით;
  • დოკუმენტური ფილმების შექმნა სამხრეთ საქართველოს შესახებ;
  • ცენტრთან არსებული მუდმივმოქმედი კომპლექსური ექსპედიციის მიერ საკვლევაძიებო საქმიანობის გაფართოება და სრულყოფა დიალექტოლოგიური, ეთნოგრაფიული, ფოლკლორული, არქეოლოგიური და სხვა მასალების შესაგროვებლად.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა