სამეცნიერო პროექტის დასახელება - ტაო (ისტორიულ-ფილოლოგიური გამოკვლევა)
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი - პროფესორი მამია ფაღავა
სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი - ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრი - პროფესორი მალხაზ ჩოხარაძე (პროექტის კოორდინატორი), პროფესორი რამაზ ხალვაში, ემერიტუს-პროფესორი მერი ცინცაძე, პროფესორი თინა შიოშვილი, პროფესორი მერაბ ხალვაში, პროფესორი ნუგზარ მგელაძე, ასოცირებული პროფესორი ჯემალ კარალიძე, დოქტორანტი თამარ ჩოხარაძე.
გრანტის დაფინანსების წყარო - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა - 2016 - 2019 წწ.
სამეცნიერო პროექტის მიზანი - პროექტის მიზანია საველე ექსპედიციების გზით შეგროვებული მასალებითა და ისტორიული, საარქივო და სამეცნიერო ლიტერატურის გამოყენებით ისტორიული ქართული რეგიონის, ტაოს, ისტორიის, ეთნოლოგიის, მეტყველების, ონომასტიკისა და ფოლკლორის შესწავლა. საბოლოოდ მომზადება მონოგრაფიისა ,,ტაო“ (გამოკვლევა, ფოლკლორული, დიალექტოლოგიური და ეთნოლოგიური მასალებითა და ლექსიკონით).
ტაო ისტორიული სამხრეთ საქართველოს მნიშვნელოვანი რეგიონია, რომელიც ადრეფეოდალურ ხანაში ქართული მწიგნობრობისა და სულიერების ერთ-ერთი ცენტრი იყო. აქ რამდენიმე სოფელში დღემდეა შენარჩუნებული ქართული ენა, ფოლკლორი, წეს-ჩვეულებანი, მთლიანი ტაოს ქვეყანა კი მოფენილია ქართული მატერიალური კულტურის ძეგლებით, ტაოელებს ახსოვთ ქართული ონომასტიკა, ოფიციალურად უკვე ხმარებიდან ამოღებული... ტაო, ისტორიული საქართველოს სხვა პროვინციებთან ერთად, წარმოადგენს სხვადასხვა კულტურათა შეხვედრისა და უთანასწორო დიალოგის ასპარეზს. გამომდინარე აქედან, პრობლემა საინტერესოა კულტურათშორისი კომუნიკაციის თვალსაზრისითაც.
პროექტის განხორციელება გულისხმობს Kტაოს დასახლებული პუნქტების წარსული და თანამედროვე სურათის კვლევას, ტაოური კილოსა და ონომასტიკის შესწავლას, ფოლკლორული მასალის შეგროვებას და შესწავლას, თანამედროვე მოსახლეობის კოლექტიური მეხსიერების კვლევას, ტაოს ეთნოლოგიურ შესწავლას, ისტორიის, საქართველოსა და საზღვარგარეთის არქივებსა და წიგნთსაცავებში დაცული მასალების მოპოვებას და შესწავლას, ტაოს მატერიალური კულტურის ძეგლების შესწავლას. აგრეთვე Aაუდიო, ვიდეო და ფოტომასალების მოპოვებას და სისტემატიზაციას.
შედეგები აისახება სამეცნიერო კონფერენციებზე წარდგენილ მოხსენებებსა და პუბლიკაციებში, საბოლოოდ კი - კომპლექსურ მონოგრაფიაში
წარმოდგენილი პროექტით გაგრძელდება ჭოროხის აუზის თურქული ნაწილის კვლევა, არსებითად, პროექტი ამ ფართომასშტაბიანი კვლევის მესამე საფეხური იქნება (პირველი და მეორე საფეხურები იყო შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის მიერ დაფინანსებული და წარმატებით განხირციელებული პროექტები - „შავშეთი“ - 2008-2010 წლები და „კლარჯეთი“ - 2013-2016 წლები); პროექტის დასრულების შემდეგ მომზადდება საფუძველი მეოთხე საფეხურისთვის, კერძოდ, ისტორიული სპერის კომპლექსური კვლევისათვის.
ტაოში კომპლექსური კვლევების წარმოება გულისხმობს მრავალ სიახლეს არაერთ დარგში, კვლევის შედეგები გამოადგებათ ენათმეცნიერებს, ისტორიკოსებს, ეთნოლოგებს, ფოლკლორისტებს... მრავალი არსებითი პრობლემის გადასაწყვეტად Pკვლევებში ჩაერთვებიან ახალგაზრდა სპეციალისტები _ მაგისტრანტები და დოქტორანტები.
უკან |