ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

საქართველოში შემოტანილი და შეგუებული ხორბლის ფორმების მოსავლიანობის, დაავადებისადმი მდგრადობისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების ურთიერთკავშირის დადგენა

სამეცნიერო პროექტი - საქართველოში შემოტანილი და შეგუებული ხორბლის ფორმების მოსავლიანობის, დაავადებისადმი მდგრადობისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების ურთიერთკავშირის დადგენა (#308)

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ზოია სიხარულიძე.

წამყვანი ორგანიზაცია - მიწათმოქმედების ინსტიტუტი, თანამონაწილე - ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტი.

სამეცნიერო  პროექტის დაფინანსების წყარო - ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტი

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა -  2009-2010 წწ.

სამეცნიერო პროექტის შედეგი - პროექტის განხორციელების შედეგად გამოირჩა ხორბლის ჯიშები, რომლებიც საქართველოში ამჟამად გავრცელებულ ჯიშებს აღემატებიან მაღალი ადაპტაციის უნარით, მოსავლიანობით, დაავადებების მიმართ გამძლეობით და მარცვლის ხარისხით, რომლებზეც შემდგომ გაგრძელდება სელექციური მუშაობა, გავრცელება და დანერგვა. საქართველოს სხვსდასხვა აგროეკოლოგიურ ზონაში მოწყობილი ჯიშთა გამოცდის შედეგების ანალიზით რამოდენიმე ნომრიდან შეირჩა ადგილობრივ პირობებთან ადაპტირებული, დაავადებების მიმართ მდგრადი, მაღალმოსავლიანი ნომერი #19 - შAULEშKU#44თღ810200 (8Yთ-შ),  რომელიც შემდგომ ჯიშ “საული 9”-ად წოდებული, შესაბამისი დოკუმენტაციის სახით (განცხადება, ჯიშის აღწერილობა, ანკეტა) დასარეგისტრირებლად გადაეცა “საქპატენტს”. ჯიში “საული-9” განკუთვნილია საქართველოში ხორბლის მთესველი ყველა რეგიონისათვის.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა