ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა: სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაუმჯობესება, მათი დაავადებებისადმი გამძლეობოს დონის შესწავლის გზით, საქართველოში და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებში

სამეცნიერო პროექტი - საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა: სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების გაუმჯობესება, მათი დაავადებებისადმი გამძლეობოს დონის შესწავლის გზით, საქართველოში და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებში (#G-1775p)

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ზოია     სიხარულიძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი - ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის 15 მკვლევარი.

სამეცნიერო  პროექტის დაფინანსების წყარო - საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი (ISTC).

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა - 2009-2011 წწ.

სამეცნიერო პროექტის მიზანი - ინსტიტუტის სამეცნიერო საქმიანობის წინსვლა და თანამედროვე სტანდარტების დონეზე აყვანა, რაც მას შეუქმნის მყარ საფუძველს, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში.

პროექტის საგანი იყო მარცვლოვანი კულტურების მონიტორინგი, რომელიც წლის განმავლობაში ჩატარდა და მოიცავდა საქართველოსთვის და საზოგადოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ეკონომიკური ღირებულების მქონე სამ კულტურას (ხორბალი, სიმინდი და კარტოფილი).

სამეცნიერო პროექტის შედეგი:
შესრულდა სამეცნიერო პროექტის ძირითადი ამოცანები:  
          
• საერთაშორისო სტანდარტების საველე კვლევების განხორციელება სამხრეთ კავკასიის აგროსამრეწველო პირობებისთვის ყველაზე მეტად შესაფერისი მარცვლოვანი კულტურების  ჯიშებისა და მოყვანის მეთოდების განსაზღვრის მიზნით.

• ხორბლის, სიმინდისა და კარტოფილის ადგილობრივი და შემოტანილი ჯიშების სისტემატიზებული შესწავლის გზით საუკეთესო თვისებების მქონე ნიმუშების შერჩევა ადგილობრივი ფერმერებისთვის ხელმისაწვდომ ჯიშებთან შედარების საფუძველზე.

• კულტურულ მცენარეთა დაავადებების გამომწვევ პათოგენთა შტამების ახალი ქართული ეროვნული კოლექციის გაფართოება, რაც საფუძველს შექმნის მათი შედარებითი შესწავლისათვის და აღნიშნული სამი პრიორიტეტული კულტურის დაავადებებისადმი გამძლეობის ამაღლების კომერციული ასპექტის განვითარებისთვის.

• პროექტით მიღებული შედეგების გამოყენება სადემონსტრაციო დღეების, მცენარეთა ჯანმრთელობის კლინიკების მოწყობის და დაავადებების რისკის შეფასების საქმეში ექსპერტების ჩართვის გზით, რაც ფერმერებს, სოფლის მეურნეობის დარგის მეცნიერებსა და სამთავრობო სტრუქტურებს შორის კავშირებს გაააღრმავებს.

• საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის ზარალის მომტანი დაავადებების კვლევის გაღრმავება მათი გავრცელებისა და მრავალფეროვნების შესწავლის, ასევე მოლეკულური ბიოლოგიის დონეზე მათი დახასიათების გზით; მიღებული შედეგების მიტანა სამეცნიერო, სამთავრობო და ფერმერთა წრეებამდე.

• სომხეთისა და Aაზერბაიჯანის შესაბამის ინსტიტუტებთან თანამშრომლო-ბისთვის საფუძვლის ჩაყრა, მიღებული შედეგების შედარება (საერთაშორისო სტანდარტული სამეცნიერო პროტოკოლების საფუძველზე), გამოცდილების გაზიარება და, შესაძლო სამომავლო ერთობლივი კვლევების დაგეგმვა.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა