ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

საკარანტინო დაავადების -კარტოფილის მურა სიდამპლის შესწავლა და მასთან ბრძოლის ეფექტური ღონისძიებების შემუშავება

სამეცნიერო პროექტი: საკარანტინო დაავადების -კარტოფილის მურა სიდამპლის შესწავლა და მასთან ბრძოლის ეფექტური ღონისძიებების შემუშავება  № FR/329/10-101/13.

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი - მთავარი მეცნიერ თანამშრომელი გალინა მეფარიშვილი

სამეცნიერო  პროექტის დაფინანსების წყარო - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა  - 2015-2018 წწ.

სამეცნიერო პროექტის მიზანი - კარტოფილის დაავადებებს შორის ერთ-ერთ სერიოზულ და ეკონომიკურად მნიშვნელოვან დაავადებას წარმოადგენს მურა სიდამპლე, რომლის გამომწვევია ნიადაგის ბაქტერია Ralstonia solanacearum. მცენარეს. კარტოფილის მურა სიდამპლე ძალიან ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. გავრცელების შემთხვევაში დაავადებამ შესაძლოა, გამოიწვიოს მოსავლიანობის დაქვეითება 30-დან 70%-მდე. ის შეზღუდულად გავრცელებული საკარანტინო ობიექტია. 2005 წლამდე ეს პათოგენი საქართველოს მცენარეთა არარეგისტრირებულ საკარანტინო ობიექტების ნუსხაში იყო, ხოლო ამჟამად შეზღუდულად გავრცელებულ პათოგენს წარმოადგენს.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში არსებული კარტოფილის ნარგაობის გამოკვლევა, კარტოფილის მურა სიდამპლის გავრცელების არეალის და განვითარების ინტენსივობის დადგენა, დაავადების ნიმუშების შეგროვება როგორც კარტოფილის ვეგეტაციის განმავლობაში, ისე საცავებში შენახვის პერიოდში, დაავადების გამომწვევი ბაქტერიული მიკროორგანიზმის გამოყოფა ინფიცირებული მცენარის და ნიადაგის ნიმუშებიდან, დაავადების ბიოლოგიური განვითარების თავისებურებების შესწავლა, Ralstonia solanacearum-ის საქართველოში გარცელებული პოპულაციის მრვალფეროვნების გამოვლენა, რასებისა და ბიოვარების დადგენა და პათოგენური პოტენციალის შესწავლა, საკოლექციო  კულტურების შენახვა სამუშაო კოლექციიებისთვის და R. solanacearum- ის ადგილობრივი შტამების მგრძნობელობის შესწავლა სპეციფიკური ბაქტერიოფაგების მიმართ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოხდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ზედაპირული წყლების (მდინარეები, ზღვის წყალი) ნიმუშების, სასოფლო - სამეურნეო ზონებში აღებული ნიადაგის და ჩამდინარე წყლების სინჯების გამოკვლევა R. solanacearum-ის ქართული შტამების მიმართ სპეციფიკური ახალი ბაქტერიოფაგების გამოყოფის მიზნით. ახალი ფაგები გამოყოფილი იყო ქობულეთის მდინარეებიდან (დეხვა, აჭყვა, კინტრიშის ხეობის ღელე), შავი ზღვიდან, ახალციხის ხეობის მდინარიდან და ბორჯომის ხეობის მდინარე მუჯახელადან აღებული წყლის ნიმუშებიდან. პირველადი ფაგური ნარევების შესწავლის შედეგად გამოიყო 25 ინდივიდუალური ბაქტერიოფაგი.

ფაგომგრძნობელობის დადგენის მიზნით ჩატარებულმა სკრინინგმა R. solanacearum-ის საქართველოში გამოყოფილი შტამების  მიმართ გამოავლინა, რომ საცდელი შტამები 2/3-ზე მეტი ლიზირდება  ახალგამოყოფილი ბაქტერიოფაგების ერთობლიობით (25 ბაქტერიოფაგი). ბაქტერიო-ფაგებისადმი მაღალი მგრძნობელობით გამოირჩეოდა R. solanacearum-ის   რამდენიმე შტამი: N62 და J5A  ( ლიზირდება 19 ფაგის მიერ), N19 და N93 ( 16 ფაგი), N94 და 2A (12 ფაგი) და N4211 (11 ფაგის მიერ). R. solanacearum-ის 8 შტამი არ ავლენს მგრძნობელობას ფაგების არსებული ნაკრების მიმართ.  რაც შეეხება R. solanacearum-ის  ცალკეული ფაგების მოქმედების სპექტრს,  ის მერყეობს 9%-დან 26%-მდე ( ვიწრო ან საშუალო ლიზისური სპექტრი), თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ფაგების ლიზისური სპექტრი ურიერთგადამფარავია, რაც ფართო დიაპაზონის მქონე  აქტიური ფაგური პრეპარატის შექმნის შესაძლებლობას იძლევა. საანგარიშო პერიოდში  ჩატარებული იყო  ექსპერმენტული ცდების სერია, ორ ვარიანტად (I ვარიანტში მოხდა დასნებოვნებული ნიადაგიდან გაზრდილ მცენარის დამუშავება, ხოლო II ვარიანტში - სუფთა (ინტაქტური) ნიადაგიდან გაზრდილ მცენარის დამუშავება. ცალკეული ვარიანტი წარმოდგენილი იყო რამდენიმე ცდით) რაც მიზნად ისახავდა R. solanacearum -ის მიმართ აქტიური შერჩეული ბაქტერიოფაგების ნაკრების (F455c,F6c,F5,F4c) მოქმედების ეფექტურობის  შესწავლას კარტოფილის ტუბერების და კარტოფილის ახალგაზრდა მცენარეების მიმართ.

ჩატარებულმა ცდების შედეგებმა აჩვენა, რომ I ვარიანტის საკონტროლო ჯგუფში, სადაც დასნებოვნებულ ნიადაგში ჩათესილი ტუბერებიდან აღმოცენებული მცენარეები მხოლოდ სტერილური წყლით დამუშავდა, კარტოფილის მცენარეების უმრავლესობა ( 80%)   მურა სიდამპლის გამო დაიღუპა, ხოლო ინტაქტურ ნიადაგში (II ვარიანტში) ფაგისა და ბაქტერიის ნარევით დამუშავებისას  მცენარეების კვდომა უფრო დაბალი იყო (50%). ხოლო II ვარიანტში ფაგების და შტამების ნარევით დამუშავებული მცენარეების ჯგუფში ეს მაჩვენებელი გაცილებით  ნაკლები აღმოჩნდა (33%) და ფაქტობრივად არ აღრიცხული ფაგით დამუშავებული ჯანსაღი მცენარის ცვლილება (II ვარიანტი, ცდა 3), რაც ფაგური პრეპარატების მცენარისათვის უსაფრთხოების დამადასტურებლადაც შეიძლება გამოვიყენოთ.  

პროექტის განხორციელების შედეგად შესაძლებელი გახდა პირველად საქართველოში კარტოფილის მნიშვნელოვანი ბაქტერიული დაავადების - მურა სიდამპლის სისტემატური და მრავალმხრივი კვლევების ჩატარება. შემუშავებული იქნა დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური საშუალებების რეკომენდაციები.   პროექტის ფარგლებში გამოქვეყნებულია თეზისები სამეცნიერო კონფერენციათა მასალებში და სამეცნიერო პუბლიკაცია. 
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა