ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

„Fusarium-ის გვარის სოკოები“

სურათი

ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა სოსო მეფარიშვილმა სემინარი ჩაატარა თემაზე: ,,Fusarium-ის გვარის სოკოები“. მკვლევარმა აუდიტორიას გააცნო აღნიშნული გვარის სოკოებით გამოწვეული განსაკუთრებული საფრთხეები. ფუზარიუმები (Fusarium) - მიეკუთვნება ანამორფულ (უსრულო) გვარის ობიან სოკოებს. ამ გვარის პათოგენი სოკოების წარმომადგენლებს არსებითი მნიშვნელობა გააჩნიათ, დიდ ზიანს აყენებენ სახალხო მეურნეობას, მათ შეიძლება გამოიწვიონ დაავადებები და ტოქსიკოზი როგორც მცენარეებსა და ცხოველებში, ასევე ადამიანებშიც. დაავადება მცენარეებში იწვევეს  ფესვების სიდამპლეს, ჭკნობას (ტრაქეომიკოზური ჭკნობა), თესლისა და ნაყოფების დაზიანებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა