ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში სამეცნიერო საბჭოს გაფართოებული სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდნენ სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მარიამ მეტრეველი და ინსტიტუტის დირექტორი გურამ მემარნე. წარმოდგენილი იქნა 2017 წლის სამეცნიერო კვლევითი მუშაობის ძირითადი შედეგები. ასევე, მოხდა 2018 წლის გეგმით გათვალისწინებული სამეცნიერო კვლევითი თემების შესასრულებელი საკითხების ანალიზი, შეფასებული იქნა მიმდინარე სამუშაოები და ინსტიტუტთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
უკან |