ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

სემინარი: „ჯანმრთელი მცენარეები - ჯანმრთელი ხალხი. ყურადღება, მცენარეთა პათოგენები!!!“

სურათი

ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში ჩატარდა სემინარი თემაზე: ,,ჯანმრთელი მცენარეები - ჯანმრთელი ხალხი. ყურადღება, მცენარეთა პათოგენები!!!“ სემინარს უძღვებოდა მთავარი მეცნიერი თანამშრომელი გალინა მეფარიშვილი. მკვლევარმა ისაუბრა სოკოებისა და მცენარეების კავშირზე, რომელიც უხსოვარი დროიდან კარგად არის ცნობილი, მაგრამ რაც შეეხება ფიტოპათოგენური სოკოებისა და ადამიანის ურთიერთდამოკიდებულებას, ნაკლებად არის ცნობილი, თუმცა, პირველი ფიტოპათოგენური სოკო, რომელმაც გამოიწვია ადამიანის დაავადება, იყო მარცვლოვანი კულტურების დაავადების -  ჭვავის რქის გამომწვევი პათოგენი. მე-20 საუკუნის 30-40-იან წლებში ფიტოპათოგენურ სოკოებს, როგორც მიკოტოქსიკოზების წარმოშობის წყაროს, განსაკუთრებით მიაქციეს ყურადღება. დღეისათვის უკვე ცნობილია, რომ სოკოვან პათოგენებს გვარებიდან  Fusarium, Alternaria, Aspergillus, Cladosporium  და სხვა, შეუძლიათ გამოიწვიონ არა მარტო მცენარეების დაავადებები, არამედ დარეგისტრირებული არიან როგორც ადამიანის დაავადებების გამომწვევი სოკოვანი პათოგენებიც. მკვლევარმა აუდიტორიას გააცნო ის დაავადებები, რაც ადამიანში აღნიშნული და სხვა ფიტოპათოგენებით შეიძლება იყოს გამოწვეული.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა