ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების ხელმძღვანელი იზოლდა მაჭუტაძე ქართველ კოლეგებთან ერთად, ვიზიტით გრეიფსვალდის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.
სამი დღის განმავლობაში დელეგაციის წევრები ჰანკჰაუზერის ტორფნარს, მსოფლიოში პირველ სფაგნუმის პლანტაციას და კუმეროვთან მდებარე ტბას გაეცნენ. შეხვედრა გაიმართა გრეიფსვალდის მსოფლიო ტორფნარების სამეცნიერო ცენტრში. მკვლევრებმა იმსჯელეს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის აუცილებლობასა და კოლხეთის ტორფნარებისა და ტყის იუნესკოს მემკვიდრეობის სიაში შეტანის მნიშვნელობაზე. მეცნიერები გაეცნენ გრეიფსვალდის უნივერსიტეტის გამოცდილებას, რაც ხელს შეუწყობს მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით დატბორვასთან შეგუებული ე.წ. „Paludiculture” სოფლის მეურნეობის ახალი დარგის განვითარებას კოლხეთში.
ვიზიტის ფარგლებში, ზუკოვის ფონდის დაფინანსებით, განხორციელდება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის ნომინაციისათვის ყველა დოკუმენტის მომზადებას, ცნობიერების ამაღლებასა და კოლხეთის ტორფნარებისა და ტყეების მსოფლიო უნიკალურობის პოპულარიზაციას.
უკან |