ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

შეხვედრა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენლები აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლაშა კომახიძესთან გამართულ შეხვედრას დაესწრნენ. ღონისძიება მიზნად ისახავდა უნივერსიტეტის კვლევით ინსტიტუტებსა და აგრარულ ფაკულტეტზე სოფლის მეურნეობის მიმართულებით კვლევებისა და საქმიანობის პოპულარიზაციას, სამინისტროსთან თანამშრომლობის გაღრმავებას. შეხვედრა ასევე ითვალისწინებდა უწყების პროგრამების შემუშავებაში ბსუ-ს მეცნიერ-თანამშრომლების აქტიურ  ჩართვას და სოფლის მეურნეობის დარგის კვალიფიცირებული ახალგაზრდა სპეციალისტების აღზრდას.

შეხვედრაზე ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის  მკვლევრებმა წარადგინეს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის აგრარული მიმართულებით კვლევების შედეგები. ასევე განიხილეს არსებული ადგილობრივი თუ საერთაშორისო ურთიერთობები და სამეცნიერო-ტექნიკური რესურსები. ინსტიტუტის დირექტორმა გურამ მემარნემ, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ მარიამ მეტრეველმა, წამყვანმა მეცნიერებმა ზოია სიხარულიძემ და გალინა მეფარიშვილმა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ტრადიციად არსებული ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მინისტრ ლაშა კომახიძის შეფასებით, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კვლევები ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის, სურსათის უვნებლობის, ხეხილოვანი კულტურების, მათ შორის ნარინჯოვნების, მაღალი სამეურნეო ღირებულების ჯიშების შესწავლისა და პოპულარიზაციის მიმართულებით, აქვაკულტურები, ე.წ. მცენარეთა ჯანმრთელობის კლინიკები და სხვა, ასევე წარმოადგენს სამინისტროს ინტერესების სფეროს. ამდენად, აღნიშნული მიმართულებით კვალიფიცირებული მეცნიერების ჩართულობა მნიშვნელოვანია, რაც მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა