ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

ზოია სიხარულიძე- 60

სურათი

60 წელი შეუსრულდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, ბიოლოგიის დოქტორს, გამძლეობის გენეტიკის განყოფილების უფროსს, ქალბატონ ზოია სიხარულიძეს.

ზოია სიხარულიძე სამ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იღწვის რეგიონში ფიტოპათოლოგიური მეცნიერების განვითარებისათვის. მას დირექტორის მოადგილის, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობებზე მოღვაწეობის პერიოდში დიდი წვლილი მიუძღვის საყოველთაოდ ცნობილი და ქვეყნის ბიოუსაფრთხოების დარგში აქტუალური კვლევების შემოქმედი ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტის (წარსულში მცენარეთა იმუნიტეტის ინსტიტუტი) ძნელბედობის ჟამს შენარჩუნებისა და შემდგომი წინსვლის საქმეში. 

მკვლევარი არის მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი, ადგილობრივი და საერთაშორისო საგრანტო პროექტების ხელმძღვანელი, პატენტების, ლიცენზიების, ინტელექტუალური საკუთრებისა და სერტიფიკატების თანაავტორი და მფლობელი, ფიტოპათოლოგიური დარგში საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი, დოქტორანტების ხელმძღვანელი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე მოწვეული პედაგოგი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების  აკადემიური საბჭოს წევრი.

ქალბატონი ზოია სიხარულიძე მრავალჯერ დაჯილდოებულია სამთავრობო და სხვადასხვა ორგანიზაციის სიგელებით წარმატებული სამეცნიერო საქმიანობისთვის.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის სამეცნიერო, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალი ქალბატონ ზოია სიხარულიძეს 60 წლის იუბილეს ულოცავს და უსურვებს, ჩვეული შემართებითა და თავდადებით მრავალი წელი ეღვაწოს.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა