ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

საერთაშორისო სიმპოზიუმი საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში

სურათი

3-7 ივლისს, საფრანგეთის ქალაქ ტულუზაში გამართულ საერთაშორისო სიმპოზიუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მცენარეთა დაავადებების მონიტორინგისა და დიაგნოსტიკის განყოფილების უფროსმა გალინა მეფარიშვილმა და ამავე განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელმა მაკა მურადაშვილმა. სიმპოზიუმი საკარანტინო კატეგორიის ფიტოპათოგენური ბაქტერიის R. solanacearum - ით გამოწვეულ მცენარეთა ბაქტერიულ დაავადებებს ეძღვნებოდა და მასში 28 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობა გათვალისწინებული იყო აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), შოთა რუსთაველის ეროვნული-სამეცნიერო ფონდის და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) მიერ დაფინანსებული პროექტის „მცენარეთა საკარანტინო ბაქტერიული პათოგენის Ralstonia Solanacearum-ის ქართული შტამების სრული გენომის გაშიფვრა“ (№04/48) ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრთან (ლუგარის ცენტრი) ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის ფიტოპათოლოგის სპეციალისტების თანამშრობლობით. აგრეთვე, მაკა მურადაშვილი მიწვეული იყო როგორც გამარჯვებული «Chris Hayward Travel Grant» კონკურსში. კონკუსის მიზანი  აღნიშნულ სფეროში მომუშავე ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერა იყო.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა